,,კიევი რუსეთის მთავარ სამხედრო სამიზნედ რჩება” – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

მიუხედავად პროგრესის სიმცირისა, კიევი რუსეთის პირველ სამხედრო სამიზნედ რჩება და დიდი ალბათობით, ისინი პრიორიტეტს მიანიჭებენ დედაქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობას მომავალი კვირების განმავლობაში, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უკანასკნელ მონაცემებშია ნათქვამია.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან რუსული ჯარი გაჩერებულია, ჩრდილო-დასავლეთიდან კი ის უკრაინის სასტიკმა წინააღმდეგობამ უკუაგდო.

„მძიმე შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთ ნაწილში.

რუსული ძალები, რომლებიც ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უახლოვდებოდნენ, ახლა გაჩერებული არიან. სამხედრო ძალა, რომელიც კიევს ჩრდილო-დასავლეთიდან ქალაქ გოსტომელის მხრიდან უახლოვდებოდა, უკრაინის სასტიკმა წინააღმდეგობამ უკუაგდო. რუსული ძალის დიდი ნაწილი დედაქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრის მანძილზე რჩებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.