ხმაურია საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა და პოლიტიკოსებმა რუსთაველის გამზირიდან  სასამართლოში გადმოინაცვლეს.

სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია. ისინი აქციის მონაწილეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. დემონსტრანტები “სირცხვილიას” სკანდირებენ.