საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ოპოზიციის გარეშე ჩაივლის

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საარჩევნოს სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ოპოზიციის გარეშე ჩაივლის.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ცვლილებებს მისი პარტია მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება სრულად შესრულდება და გიორგი რურუას პატმრობიდან გაათავისუფლებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მირებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად “ქართულ ოცნებას” აკისრებს, რადგან, მისი თქმით, ის არ ასრულებს 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობებს.

პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით ფრაქციის ექვსივე დეპუტატი ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება.