უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერმინისტრის კანდიდატურას დღეს წარუდგენს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერმინისტრის კანდიდატურას დღეს წარუდგენს, ხოლო პარლამენტისთვის პრემიერობის უკვე დასახელებული კანდიდატის წარსადგენად, პრეზიდენტს 5 დღე რჩება.

სწორედ 5 დღის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მამუკა ბახტაძის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრემიერობის კანდიდატმა კი ამ დღეების განმავლობაში ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა ჩამოაყალიბოს და  დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს.

მომავალ პრემიერმინისტრსა და მინისტრთა ახალ კაბინეტს, უფლებამოსილების მოსაპოვებლად, კანონმდებელთა უმრავლესობის მხარდაჭერა – მინიმუმ 76 ხმა სჭირდება.