ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრები შეაფასეს

ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარებმა საკუთარი შეფასებები გააკეთეს.
ევროპარლამენტარ ეიდი ჰაუტალას განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ევროპის პარლამენტის პოლიტიკური პარტიებისთვის, საქართველოს ახალი პრეზიდენტის გასაცნობად და მომავალი დადებითი თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად, რადგან უკვე ხანგძლივი, პოზიტიური და მეგობრული ურთიერთობები არსებობს საქართველოსთან.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ის ქვეყნისთვის ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება და მე განსაკუთრებით ვაფასებ მის სურვილს გამართოს ფართო დიალოგი მოქალაქეებთან და ყურადღება გაამახვილოს რეგიონებზე”, – აღნიშნა ეიდი ჰაუტალამ.
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი კი, აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს მეგობრები არიან და მხარს უჭერენ  მის შემდგომ განვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე  ევროპარლამენტთან ურთიერთობების მიმართულებით.
,,ჩემი პირადი გზავნილი საქართველოს პრეზიდენტთან იყო, ის რომ უნდა გააჟღეროთ თქვენი გზავნილი ისეთ ქვეყნებში, როგორიც საფრანგეთია. მან, რაც შეიძლება, დიდი სიტყვა უნდა წარმოთქვას მის ყოფილ უნივერსიტეტში.
მან უნდა აამაღლოს საქართველოს ცნობადობა და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ როდესაც ევროპელ პოლიტიკოსებს ესმით „საქართველო“, იფიქრონ არა ატლანტაზე, არამედ თბილისზე”, – აღნიშნა გალერიმ.