დღეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ დღეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. სხდომა დედაქალაქის მთავარ სათათბიროში 16:00 საათზე დაიწყება.

საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განმარტებით, 2015 წელს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისა და  გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების გაზრდა იგეგმება.

ოპოზიციონერ დეპუტატებს კი აინტერესებთ, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თუ არა მეტროს მემანქანეების ხელფასების ზრდის საკითხი და ასევე, რა ეტაპზეა დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა.