პრეზიდენტმა პრემიერმინისტრობაზე ბახტაძის კანდიდატად წარდგენის შესახებ განკარგულება გამოსცა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის კანდიდატურის წამოყენების შესახებ განკარგულება გამოსცა.

„საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე გუშინ ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა. ამის მიზეზად მან პარტიის თავმჯდომარესთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.