“მარნეულში 16 ტონა პროდუქტი უკვე შევისყიდეთ, კიდევ 100 ტონას შევიძენთ”

“დღეს 10 მანქანა მივა ადგილზე და მარნეულში არსებული ყველა პრობლემა  აღმოფხვრილი და  მოგვარებული იქნება. ჩვენ ხშირად ზარალზე მივდივართ და პროდუქციას იმ ფასადაც ვერ ვყიდით რა ფასადაც ვყიდულობთ“ – ამის შესახებ კომპანია „ჯიბე“- ს დირექტორმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ლევან დავითაძის განცხადებით, ქვემო ქართლიდან პროდუქტის ჩამოტანა იმიტომ დაგვიანდა, რომ დასვენების დღეები და დღესასწაული დაემთხვა, თუმცა 16 ტონა სურსათი მათ მიერ  უკვე შესყიდულია.

“ჩვენ, პარასკევს შევისწყიდეთ 16 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქი და  მაქსიმუმ მაქსიმუმ 100 ტონა სურსათის შესყიდვას კიდევ ვაპირებთ.  დასვენების დღეების გარდა პროდუქცია ყოველდღიურად გამოგვაქვს, საშუალოდ ეს წინა კვირაში იყო 12-დან 20 ტონამდე და სამშაბათიდან წამოვიდა დიდი მოსავალი და ეს უკვე იქნება 100 ტონის ფარგლებში. შემდეგ ნელ-ნელა იწურება მარნეული და ბოლნისი და გადავალთ ლაგოდეხისკენ,“ – განაცხადა ლევან დავითაძემ. მისივე თქმით,  საგანგებო მდგომარეობის და შეფერხებული მოძრაობის გამო სურსათის მარაგები შტაბების მეშვეობით გადანაწილდება. კომპანიის  წარმომადგენლები ჩადიან ადგილზე, ელაპარაკებიან გლეხებს, შესყიდვა ხდება საბაზრო ფასის შესაბამისად და ხდება შეთანხმება.