“ყველა აგრარული ბაზარი ვერ ამუშავდება”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოში რეგისტრირებული 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა ელემენტარულ ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს და მათი ამუშავება ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდება.

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავა  დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას, ასევე  ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას. სწორედ ეს ის პირობებია,  რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს.  ეს მოთხოვნები ეხება როგორც  მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარული დაცვის ნორმებს,  სადეზინფექციო სამუშაოების სწორად შესრულებას, თერმოსკრინინგს და ყველაფერს,  რაც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.