ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს

დავით ნარმანიას ბრძანებით, ბაგაბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს. დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით,  შესწავლის შედეგები დაახლოებით ორ კვირაში იქნება,  რის შემდეგაც აპირებს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას.

ჩვენ, თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება და როცა ბაღების თანამშრომლებს ჰქონდათ დაბალი ხელფასები, შეძლებისდაგვარად გავზარდეთ მათი შრომის ანაზღაურების მოცულობა. წელს, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით ოპტიმიზაცია ტარდება, შესაბამისად ოპტიმიზაცია ერთნაირად უნდა შეეხოს როგორც სააგენტოს მენეჯმენტს, ასევე შესაბამისად სხვა დასაქმებულ ადამიანებს. ასე, რომ ამაზე თბილისის მერიამ გარკვეული პოლიტიკა უკვე გაატარა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს. ასე, რომ მე დაახლოებით ორ კვირაში მექნება შესწავლილი შედეგები, რის შემდეგაც მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ნარმანიამ.

 

კომენტარის დატოვება