“თუ კორონავირუსი შემოვიდა, ქვეყანა მზადაა პაციენტებს ხარისხიანი დახმარება გაუწიოს”

“ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია. იმ შემთხვევაში თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზადაა პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.” – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა.