Who აცხადებს რომ კორონავიურუსის შეჩერების შესაძლებლობა არსებობს

მარიამ ახალკაცი

5 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 490-ს მიაღწია , დაავადებულთა რაოდენობა კი 24,324-ს გაუტოლდა.

გარდაცვალების ახალი, 65 შემთხვევიდან ყველა აღირიცხა ჰუბეის პროვინციაში, სადაც პირველად დაფიქსირდა ეს ახალი რესპირატორული ვირუსი.

მილიონობით ჩინელს უბრძანეს, არ დატოვონ სახლები, 50 მილიონი ადამიანით დასახლებული ჰუბეის პროვინციის დიდი ნაწილი კარანტინის ქვეშაა.

ვირუსის გამო რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმა და აშშ-მა, სამგზავრო შეზღუდვები აამოქმედა, ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ფრენები ჩინეთთან. პეკინში რუსეთის საელჩომ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ჰუბეიდან რუსეთის 128 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ვარაუდით, ეპიდემია, რომლის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დეკემბერში დაიწყო, ველური ცხოველების ბაზარში, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უჰანში.

„შემთხვევათა 99 პროცენტი ჩინეთში აღირიცხა, დანარჩენ მსოფლიოში მხოლოდ 176 შემთხვევა გვაქვს“, – განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა 4 თებერვალს და დასძინა: „ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება არ გაუარესდება. მაგრამ სამოქმედოდ საშუალება ნამდვილად გვაქვს“