ცხელი ამბავი – რუსეთში შესაძლოა Twitter-ი აიკრძალოს…

ერმილე ნემსაძე

რუსეთში შესაძლოა პოპულარული სოციალური ქსელი Twitter-ი აიკრძალოს. მიზეზი კი ექაუნთი «Открытая Россия» არის. რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “Роскомнадзор” გააფრთხილა Twitter-ის წარმომადგენლობა თუ 24 საათში ექაუნთი არ გაქრება სოციალური ქსელიდან Twitter-ი აიკრძალება მთელი რუსეთის ტერორიაზე.
«Открытая Россия» არის რუსი ბიზნესმენის მიხეილ ხოდორკოვსკის პოლიტიკური ორგანიზაცია რომელის ოფისიც განთავსებულია ინგლისში. ექაუნთზე განთავსებულია მასალა რომელიც მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს საპროტესტო აქციებისკენ ხელისუფლების წინააღმდეგ. რუსეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ცენზურა კიბერ სივრცეში დასჯადია.

“Роскомнадзор”-ის განცხადებით აღნიშნული მოწოდება მიიჩნევა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობდ და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. თუ Twitter-ი არ გაითვალისწინებს “Роскомнадзор”-ის მოწოდებას ექაუნთის დაბლოკვის შესახებ. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ინტერნეტ პროვაიდერებს გადაეგზავნებათ მოთხოვნა Twitter-ის ბლოკირების შესახებ.

P.S. Twitter-ი რუსეთში ერთერთი ყველაზე პოპულარული უცხოური სოციალური ქსელია.