ავსტრალიაში ქალაქის იუბილეს აღნიშვნა 3 წლით დააგვიანდათ

ავსტრალიის ქალაქ შარლევილის ხელისუფლებას 150-ე საიუბილეო თარიღის აღნიშვნა 3 წლით დააგვიანდა. ამის შესახებ BBC წერს.

შარლევილის მოსახლეობამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მზადება ერთი წლით ადრე დაიწყო, ვინაიდან მცხოვრებლებს ეგონათ, რომ შარლევილმა ქალაქის სტატუსი 1868 წელს მოიპოვა. თუმცა, ოფიციალური ჩანაწერების შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ეს ამბავი 1865 წელს მოხდა.

ქალაქის მერის ენი ლისტონის თქმით, ღონისძიებების მოსამზადებლად იმდენი ენერგია და ფული დაიხარჯა, რომ ამ ამბის გაგებამ ყველა შოკში ჩააგდო. ადგილობრივი ხელისუფლება ალტერნატიული ზეიმის გამართვაზე ფიქრობს.