დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისში 8 ოქტომბერს დროებით ელექტრომომარაგება შეიზღუდება – ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეზღუდება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.