დადიანების სასახლის ეზოში „საშობაო მეჯლისის” გადაღებისას ხანძარი გაჩნდა

„საშობაო მეჯლისის” გადაღებისას დადიანების სასახლეთა ეზოში ხანძარი გაჩნდა.

ფაქტზე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმმა განცხადება გაავრცელა:

„დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სახელით გვინდა გაცნობოთ, რომ მუზეუმს, არქიტექტურულ ანსამბლს და მთელ კომპლექსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არც შექმნია.

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ
სასახლის წინ მოედანზე მიმდინარე გადაღებების დროს, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას რაც გამოიხატა, პერიმეტრზე მდგარი ელექტრო გენერატორის აალებაში.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, გამოძახებულ იქნა დამატებითი ჯგუფი. სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა და 2 წუთსა და 30 წამში ცეცხლი ლიკვიდირებული იყო, რისთვისაც მუზეუმის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახუს.

მუზეუმის ადმინისტრაცია თავის მხრივ აცხადებს, რომ ასეთი მაშტაბური პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად არის დაცული როგორც თანამშრომელთა ისე მონაწილეთა ჯანმრთელობა და სახანძრო უსაფრთხოება. დღევანდელი ტექნიკური ინციდენტის ოპერატიული ლიკვიდირება ამისი ნათელი მაგალითია.

მადლობას გიხდით მუზეუმის მისამართით გამოჩენილი ინტერესისათვის.” – წერია განცხადებაში