რუსეთში რომანოვების რიტუალური მკვლელობის ვერსიას გამოიძიებენ

განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კომიტეტი, რუსეთი სამეფო ოჯახის დახვრეტას ხელახლა გამოიძიებს, რათა დადგინდეს – იყო თუ არა მკვლელობა რიტუალური. ინფორმაციას ამის შესახებ RIA ავრცელებს.

კომიტეტის ხელმძღვანელის მარინა მოლოდცოვას თქმით, ამჟამად ფორმირდება ექსპერტების გუნდი, რომელშიც მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები და ისტორიკოსები შევლენ. ასევე საპატრიარქოს მღდვლები. შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნდება მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულდება.

რუსეთის ბოლო იმპერატორის ოჯახის დახვრეტის საქმე, ეკლესიის ინიციატივით 2015 წელს განახლდა. უპირველესყოვლისა, დაინიშნა რომანოვების ნაშთების ხელახალი ექსპერტიზა, რომლებიც ეკატერენბურგიდან, სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ტაძარში დაკრძალეს.

2017 წლის ივლისში, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, საგამოძიებო კომიტეტისგან, გამოძიების შედეგების პუბლიკაციის უფლება მიიღო.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რუსეთის იმპერატორის ნოკოლოზ II-ს ოჯახის დახვრეტის ოპერაციას იაკოვ იუროვსკი ხელმძღვანელობდა, რომელიც მკვლელობის რიტუალურად მოწყობას გეგმავდა. სავარაუდოდ, ასეთი გზით, მას მართლმადიდებული რუსეთის ეკლესიის სიწმინდეების შელახვა სურდა. მეორე ვერსიის, რომანოვები “ერთგვარი კაბალისტური” რიტუალით მოკლეს.

მესამე თეორიის მიხედვით, მეფის მკვლელობაში ებრაელი ბოლშევიკები იყვნენ გარეულნი, კერძოდ იაკოვ სვერდლოვი, რომლებსაც ქრისტიანული რელიგიის განადგურება სურდათ. ამისათვის მათ ნიკოლოზ II-ს თავი მოაჭრეს და სპირტი წაუსვეს, თუმცა ეს თეორია არ დამტკიცდა, რადგან ოჯახის ნეშთებს შორის მოკვეთილი თავი არავის ჰქონდა.