ყირგიზეთში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყების დღის აღნიშვნა დაწესდა

ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის განცხადებით ქვეყანაში ოქტომბრის რევოლუციისადმი მიძღვნილი დრის ნაცვლად „ისტორიის და ხსოვნის დღე“ აღინიშნება. პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ბრძანებულება სამთავრობო საიტზეა განთავსებული.

http://www.president.kg/ru/novosti/10760_prezident_almazbek_atambaev_podpisal_ukaz_ob_ustanovlenii_dney_istorii_i_pamyati_predkov/

დოკუმენტს თანახმად 7-8 ნოემბერს ყირგიზეთი „ისტორიის და ხსოვნის დღე“-ს აღნიშნავს,რითიც პატივს მიაგებს 1916 წელს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლაში დაღუპულ ყირგიზებს.

„ყირგიზი ხალხი თავისი ისტორიის მანძილზე მუდამ დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ მიისწრაფვოდა. მეფის რუსეთის დიდი წნეხის და მრავალრიცხოვანი სისხლიანი ანგარიშსწორების გამო მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა და მუდამ გადარჩენისთვის ბრძოლა გვიწევდა“-აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი.

ამასთან ატამბაევი ამბობს, რომ ქვეყანაში ოქტომრის რევოლუციის წლისთავი მაინც აინიშნება.