დიდი მხიარულება ათონელზე – “მაჩაბელას” მეორე დღე

დავით დოლიძე

 უკვე მეორე დღეა, რაც თბილისში, ათონელის თეატრში  ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი მაჩაბელა მიმდინარეობს.

ფესტივალის დირექტორი ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მაჩაბელას ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილია. ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე კი ნინო ხომასურიძე. ჟიურის წევრია ხათუნა მილორავა-რეჟისორი. ფესტივალის მენეჯერია თეა დავითაია. წელს ფესტივალის წამყვანად ხვიჩა ახალაიაა მოწვეული.

წელს ფესტივალზე ბევრი სიახლეა, მონაწილეებს კი უამრავი სიურპრიზი ელით. როგორც ყოველთვის დასწრება წელსაც თავისუაფალია.

ფესტივალის მიმდინარეობისას ყველა სპექტაკლზე დარბაზი გავსებულია მაყურებლით.

დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგნენ საბავშვო თეატრები ხულოდან, ფოთიდან, ხაშურიდან და თბილისიდან.

პატარა მსახიობებმა კარგად გაართვეს თავი და მაყურებლის ოვაციაც დაიმსახურეს. სპექტაკლები ლამაზად არის გაფორმებული მუსიკალურად, კოსტიუმები კი თვალს ჭრის დამწრეებს.

ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“ – „ბოშები“.

ხაშურის თეატრალური სტუდია „აკვარიუმი“ – „ბედნიერი უფლისწული“

დღესვე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ხულოს თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრალური სტუდია “იასამანი” სპექტაკლით “პანტიკო”, ხელოვნების სკოლა აფხაზეთი 1 თეატრალური დასი სპექტაკლით “მხიარული ნიღბები” და საბავშვო მუსიკალური თეატრი “ჭინჭრაქა” სპექტაკლით “ნიკას და წიქარას თავგადასავალი”

ხვალ კი, 29 ოქტომბერს, ფესტივალის დახურვის დღეს მაყურებელს კიდევ რამდენიმე სპექტაკლი ელის, ასე რომ ათონელი ხვალიდან ისევ 11 საათიდან გელით.

ფესტივალის დახურვაც და დაჯილდოებაც განსხვავებული იქნება. ფესტივალი საზეიმოდ 29 სექტემრებს დაიხურება. ამ დღეს ათონელის თეატრიდან „ბერიკები“ ხორავას თეატრში დიდი მსვლელობით გაემართებიან და თბილისს ნამდვილად „სიცოცხლით სავსე ქალაქად“ აქცევენ.