3 დაინფიცირებულის მდგომარეობა პრობლემურად ფასდება

 

კორონავირუსით დაავადებული 40 დაინფიცირებულიდან 3 პაციენტის მდგომარეობა პრობლემურად ფასდება. მათგან ერთ-ერთს, 80-ს გადაცილებულიოა და  ნევროლოგიური დაავადება აღენიშნება, რამაც შეიძლება მდგომარეობა დაამძიმოს. ამის შესახებ თბილისის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დანარჩენ პაციენტებს როგორც საშუალო, ასევე მსუბუქი სიმძიმის პნევმონიები აღენიშნებათ, თუმცა პროგრესირება არ შეინიშნება.