ოზურგეთში ქუჩები აკურთხეს

თბილისის შემდეგ ქუჩების კურთხევის ცერემონია გურიაშიც  გაიმართა.  სასულიერო პირები ოზურგეთში ბაირაღებით და ხატებით გავიდნენ და მთლიან ქალაქი დალოცეს და ყველა ქუჩას აიაზმის წყალი ასხურეს. როგორც მოძღვრებმა აღნიშნეს, ქუჩების დალოცვა პატრიარქის და მეუფე იოსების კურთხევით მოხდა.