თამარ ტალიაშვილი საბავშვო ბაღებში საკვების გაცემის საკითხს გამოეხმაურა

თამარ ტალიაშვილი

ზღვისუბნის მაჟორიტარი

მინდა გამოვეხმაურო მოქალაქეთა კითხვებს დღეიდან თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისათვის საკვები პროდუქტების დარიგებასთან დაკავშირებით. რა ბედი ელის იმ პროდუქტებს, რომელსაც არ გაიტანს მშობელი?პროდუქტი აუცილებლად საჭიროების მქონე ბენეფიციარის ოჯახს შეხვდება❤️.
🙌არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესყიდვისა და განაწილების სისტემა, ასევე პერიოდულობა იმგვარად არის აგებული რომ საბოლოო ჯამში არც ერთი გრამი არ იქნება უმისამართოდ დატოვებული, ყველაფერი ჩვენს პატარა ბენეფიციარებს მოხმარდება👌.
აქვე მინდა განვმარტო, რომ ბაგა-ბაღების ადმინისტრაცია დაუკავშირდა თითოეულ ოჯახს და წინასწარ შედგენილი განრიგის შესაბამისად სთხოვა ბაღში მისვლა, რათა თავიდან იყოს არიდებული რიგები. პროდუქციის გაცემის პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია-ინსტრუქციების შესაბამისად დაიგეგმა.
👌თბილისის მერის ინიციატივა არასამუშაო პერიოდში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემის თაობაზე არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შეღავათი ოჯახებისათვის❤️.
🙌რეფორმების შედეგად უკანასკნელ წლებში თბილისის ბაგა-ბაღებმა დაიწყეს მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება ბენეფიციარ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ბავშვთა კვებითი დეფიციტის აღმოსაფხვრელად და მათი რაციონის მრავალფეროვანი მაღალი საკვები ღირებულების მქონე პროდუქტებით უზრუნველსაყოფად.

❤️გისურვებთ ჯანმრთელობას! ჩვენ ერთად შევძლებთ!