მსოფლიოს 15 ქვეყანაში მოქმედი საქართველოს ახალგაზრდა ელჩები ვენაში იკრიბებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში მსოფლიოს 15 ქვეყანაში მოქმედი საქართველოს ახალგაზრდა ელჩები მიმდინარე წლის 20 მარტს,ავსტრიის დედაქალაქში შეიკრიბებიან.

ახალგაზრდა ელჩების შეკრების ერთ-ერთი მიზანი ვენაში სხვა დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად არის ერთობლივი ღონისძიებაც, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ეხება ღონისძიების ფარგლებში გაიმართება, საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პრეზენტაციები, რომლის საშუალებით ეცდებიან დამსწრე საზოგადოებას გააცნონ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით შექმნილი ის სამწუხარო მდგომარეობა.

ასევე გაიმართება თორნიკე კოპლატაძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება (დევნილობის ცხრა წელიწადი და მცოცავი ოკუპავია) და მოეწყობა ფოტო გამოფენა.ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მეგობარი ავსტრიის მოქალაქეები, საქართველოს საგანგებო და სრულუფებიანი ელჩი ავსტრიაში დავით დონდუა, კონსული შორენა წიკლაური, ავსტრიის ნეო- ლიბერალების პარტიის დეპუტატობის კანდიდატი ევროპარლამენტის არჩევნებში ნინი წიკლაური და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები რატი ბრეგაძის ხელმძღვანელობით.