სალექციო კურსი – სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა

სალექციო კურსი „დემოკრატიული სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ასპექტები“ ა/ო ,,სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრისგან“
👍სალექციო კურსი განკუთვნილია, როგორც ეკონომისტებისათვის, ისე საზოგადოებრივად აქტიური პირებისთვის, რომელთა ინტერესის სფერო დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა და ქვეყანაში ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვაა.
➡️სალექციო კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის სწორად წარმართვის პრინციპებს, მის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში.
სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდება ლექციები შემდეგ თემებზე:
 მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ეტაპები;
 საბაზრო ეკონომიკა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტი;
 დემოკრატიული საზოგადოების ეკონომიკური საფუძვლები, საკუთრების უფლება, შრომის დანაწილება და სინერგიის ეფექტი.
 სამართლიანი კონკურენცია – საზოგადოებრივი კეთილდღეობის კორელაციური დამოკიდებულება საზოგადოების დემოკრატიულ ფასეულობებთან;
 საბიუჯეტო – სახადასახადო სისტემა;
 ეკონომიკური კეთილდღეობა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები;
 სახელმწიფოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა;
 შოკები და ეკონომიკური რყევები; მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი – მიზნები და გამოწვევები;
 სახელმწიფოს როლი ეკონომიკური რყევების შედეგების მინიმალიზებაში.
✔️მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 18 წლის ასაკიდან ზევით. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი.
⚠️სალექციო კურსი ხორციელდება ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. კურსის ღირებულების 80% ფონდი აფინანსებს, მონაწილე იხდის მხოლოდ 50 ლარს. სტუდენტებისთვის კურსის საფასურია 30 ლარი.
🗣️კურსის ხელმძღვანელია – ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, ინჟინერ-ეკონომისტი, პუბლიცისტი ალექსი ნონიაძე
✔ტრენინგი 4 დღიანია და ჩატარების თარიღებია:
30 და 31 მარტი, 2019 წ. 12:00 – 15:00 სთ. (13:30-დან 14:00-მდე ყავის შესვენება)
6 და 7 აპრილი 2019 წ. 12:00 – 15:00 სთ. (13:30-დან 14:00-მდე ყავის შესვენება)

🔖ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №91 (შემოსასვლელი აღმაშენებლის 122-დანაც)
ტრენინგზე რეგისტრაციის და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადა – 27 მარტი 2019 წ.
☑️ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/…/1FAIpQLScHV4t3g3p5LVSX_d…/viewform
💰• გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
GE63BG0000000822025400
ააიპ სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი
• დანიშნულებაში მიუთითეთ – სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა; მსმენელის სახელი და გვარი;
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
592-502-502
Aleksi.noniadze@gmail.com