“სიმპათია ანტიპათიისა, კომიტეტმა მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევდნენ, თუმცა მისი არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

კენჭისყრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ემზარ კვიციანს მხარი ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ირაკლი აბესაძეს- 8 დეპუტატმა.

რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად 9 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

-„არსებობს გარკვეული პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციის კვოტები გადანაწილებულია და 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 12-ში თავმჯდომარის მოადგილე „ნაციონალურ მოძრაობას“, სამი კი „პატრიოტთა ალიანსს“ უნდა ჰყავდეს -„ვინაიდან „პატრიოტთა ალიანსს“ სამივე კვოტა ათვისებული აქვს, სიმპათია ანტიპათიისა, კომიტეტმა მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილის თქმით, ამ საკითხს შემდეგ სხდომაზე მიუბრუნდებიან. წარმოდგენილი კანდიდატები კი ამბობენ, რომ არანაირი პოლიტიკური შეთანხმება არ ყოფილა და კანდიდატურების მოხსნას არ აპირებენ.

 

კომენტარის დატოვება