კახიშვილის ახალი შეთავაზება პარლამენტს

სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას სთავაზობს.

”ჩვენ ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ახალ ფორმაზე. ეს არის შინაპატიმრობა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიება. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახეა, რომელიც გამოიყენება სასამართლოს მიერ – გირაო და პატიმრობა, აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატიული, უფრო მეტად ეფექტური აღკვეთის ღონისძიების არ არსებობის შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება პატიმრობა, ამიტომ შორს წავედით და შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას, იმისთვის რომ შევამციროთ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა”- განაცხადა კახიშვილმა.

გარდა ამისა, კახიშვილის თქმით, “იწყება უპრეცედენტო პროექტი” და მის უწყებაში სარეჟიმო პირობების უზრუნველსაყოფად, პატიმრების კლასიფიცირება მოხდა რისკების მიხედვით. როგორც კახიშვილი ამბობს, იწყება 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენება.

კომენტარის დატოვება