დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატი შეხვდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ დაკავებული დეკანოზის დაცვის მხარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს მე-4 დღეა მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა აქვს.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის. მისივე თქმით, მამა გიორგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ადვოკატის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქართველოს პატრიარქის გუშინდელი მიმართვა გააცნეს, სადაც ის მამა გიორგიზე საუბრობს. გიორგი ფანცულაია განმარტავს, რომ დეკანოზი მოხარულია უწმინდესისგან ამ შეფასების მოსმენით.