რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10-ია აცრილი – თამარ გაბუნია

რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10-ია აცრილი – ამის შესახევ ჯანდაცვის მინისტრის მოდაგილემ, თამას გაბუნიამ განაცხადა.

“ერთეული შემთხვევების გარდა, გვყავს პაციენტები, რომელთაც ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსი შეეყარათ, მათ არაფერი დაემართათ. ამასთან, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 გახლავთ აცრილი. ეს ციფრები მყარად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინა ნამდვილად ეფექტურია სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა 100%-იანი ეფექტი არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს” – აღნიშნავს თამარ გაბუნია.