გიორგი ფხაკაძე – არაერთხელ ვისაუბრე, მაგრამ ასე რთულად თუ იყო საქმე, მართლა არ მეგონა

ჯანდაცვის ექსპერტის და პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ახალი კვლევის მიხედვით დეტალურად მტკიცდება, რომ კოვიდი  ნერვულ სისტემას აზიანებს.

მისივე თქმით, კოვიდი არ არის სეზონური გრიპი და ის აზიანებს ტვინის უჯრედებს.

„დღეს ჟურნალ Science-ში დაიბეჭდა ვრცელი კვლევა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ აზიანებს კოვიდი ნერვულ სისტემას.

ეს არის მცირე ჩამონათვალი:
inflammation,( ანთება)
neuroinflammation,(ნეიროანთება)
coagulopathy,(კოაგულოპათია)
neuronal injury (ნეირონული დაზიანება)

კოვიდი აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. ის, რომ კოვიდი აზიანებს ტვინის უჯრედებს, არაერთხელ ვისაუბრე, მაგრამ ასე რთულად თუ იყო საქმე, მართლა არ მეგონა. გიყვარდეთ თქვენი ტვინი და თქვენი ნერვული სისტემა,” – ამბობს ფხაკაძე.

საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 173 პაციენტი. ბოლო 24 საათში 5 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.