“შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი”

 

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები.

„უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები. მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმური შემოწმება. ავტორიზაციის სტანდარტებისადმი შეუსაბამობა, მათთვის სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, უფრო ეფექტური მოდელი. ეს უკვე მიმდინარე პროცესია“ – განაცხადა მინისტრმა.