“ქართულ სინამდვილეში ეს პირველია,როცა მწვერვალს სპორტსმენის სახელი ეწოდა”

მწვერვალს 3880 მეტრზე მყინვარმწვერის მიმდებარედ,უდიდესი სპორტსმენის ,რომან რურუას სახელი ეწოდა. უფრო მეტი ინფორმაციისთვის თეიმურაზ შაშაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა.

-ეს დიდი მოვლენაა:მწვერვალს 3880 მეტრზე მყინვარმწვერის მიმდებარედ,უდიდესი სპორტსმენისა და მოაზროვნის ,რომან რურუას სახელი ეწოდა.

ქართულ სინამდვილეში ეს პირველია,როცა მწვერვალს სპორტსმენის სახელი ეწოდა.ეს სიუპროზი ბატონ რომანს იმერელმა მთამსვლელებმა უძღვნეს და ამ კეთილ საქმეს სათავეში ცნობილი მთამსვლელი,მერაბ ნემსიწვერიძე ედგა.

შესაბამისი სერთიფიკატი ბატონ რომანს 19 იანვარს,ნათლიღებას გადაეცემა.

ვამრავლოთ კეთილი საქმეები ავტორიტეტებს კი არ უნდა ვებრძოდეთ,არამედ თაყვანს ვცემდეთ,პატივს მივაგებდეთ,მადლიერებას გამოვხატავდეთ!“