ელისაშვილი საპენსიო რეფორმას “თაღლითურ სქემას” უწოდებს

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ხელისუფლების საპენსიო რეფორმას “თაღლითურ სქემას” უწოდებს და ამბობს, რომ ეს რეფორმა ქვეყნის ისედაც ღატაკ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებს.

„ეს არის ჩვეულებრივი მძარცველური სქემა, რომლის მიზანია, ამ გაღატაკებული ქვეყნიდან და ამ ქვეყნის ღატაკი მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოიღონ დამატებით ფული, იმდენად ბუნდოვანი და საეჭვოა ეს სქემა, რომ სამწუხაროდ, ვართ ღრმად დარწმუნებულები, რომ როგორც წლების წინ ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბებიები და ბაბუები დატოვა ანაბრების გარეშე, ზუსად ასე ქართულ ოცნებაში გამოჩნდება სხვა, ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 20-25 წლის შემდეგ ამ დაგროვებული პენსიის გარეშე დატოვებს საქართველოს მოსახლეობას,“ – აცხადებს ელისაშვილი.