“ასი თვალი და ასი ყური! მაგრამ პირველ რიგში შევაფასოთ საკუთარი “მე”!

ნანა ხომასურიძე

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი

-“ასი თვალი, ასი ყური! ახლახანს მომხდარი საშინელი ამბავი,რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო – ვგულისხმობ მოზარდების მიერ ჩადენილმა სასტიკმა რიტუალურმა მკვლელობამ,მათ შორის ერთი მოკლულის შვილი იყო,მეორე არასრულწლოვანი, იმის მანიშნებელია,რომ საზოგადოებას ძალიან საშიშ საკითხთან აქვს საქმე!

ბავშვის დაბადება ბედნიერებაა.შემოდის ოჯახში ახალი თაობა,რომელიც მატარებელია წინაპრების გენეტიკური კოდის,გამგრძელებელია ტრადიციებისა,რომელმაც გაუძლო საუკუნეებს და მოვიდა დღემდე.წინაპრის ცოდნა და გამოცდილება ვლინდება ახალგაზრდის აღზრდაში,თუმცა დღეს საზოგადოებაში შეინიშნება საშიში ტენდენციები,როგორიცაა უმოწყალო დამოკიდებულება ცხოველებისადმი,განუკითხავი გაჩეხვა ტყეების,ულმობელობა ადამიანების მიმართ,აგრესია,ღვარძლი, გაბოროტება.იკვეთება უარესიც,გაურკვეველი სადისტური სექტების ამოქმედება,რომელიც ითრევს ახალგაზრდებს თავის ჭაობში და სისხლისმსმელ მკვლელ დამნაშავეებად აყალიბებს! განგაშის ზარია შემოსაკრავი! ასი თვალი და ასი ყურია საჭირო,რომ ჩვენი მოზარდები არ იქცნენ ურჩხულებად!

მათ აღზრდაზე გამადიდებელი შუშით უნდა ვიმუშაოთ.დავუკვირდეთ მიდრეკილება რისკენ აქვთ,შევაყვაროთ ცხოველები და დავაკვირდეთ როგორ იქცევა მათთან.მოვარიდოთ ოჯახურ სკანდალებს,ნაკლები დრო გავატარებინოთ ტელევიზორთან და კომპიუტერთან,სადაც მრავლადაა წარმოდგენილი ფილმები და თამაშები,რომლებიც უზარმაზარი დოზითაა გაზავებული აგრესიით,მკვლელობით,სადიზმით და სისხლით.ხშირად წავუკითხოთ ბიბლიური იგავები,საბავშვო ლიტერატურა,დავაკავოთ სპორტით და ხელოვნებით,ვატაროთ ტაძარში და მივაჩვიოთ მოძღვართან ურთიერთობას! მაგრამ სანამ ჩვენს შვილებს სიკეთესა და სიყვარულზე დავუწყებთ დამოძღვრას,ჩვენს თავს ჩავუღრმავდეთ და შევეცადოთ კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი “მე”,ხომ არ გვაქვს თავად სიყვარულისა და სიკეთის დეფიციტი? სიდუხჭირემ ხომ არ გაგვაქვავა? სხვის დასანახად ხომ არ ვირგებთ სასურველ ნიღაბს? სწორედ აქედან დავიწყოთ,საკუთარი თავიდან! შევიყვაროთ ღმერთის მიერ ნაბოძები სიცოცხლე,შევიგრძნოთ სიყვარულის და სიკეთის ძალა!აი,მაშინ შევძლებთ ჩვენს შვილებს დავანახოთ სამყარო ისეთი,როგორიც სინამდვილეშია და ისინი არასდროს აღმართავენ ხელს უმწეოზე,ადამიანი იქნება ის,თუ ცხოველი,რადგან სიყვარილი და სიკეთე იქნება მათი თანამგზავრი,რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემათ ჩვენგან!

 

კომენტარის დატოვება