გეგმური სამუშაოების გამო 18 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 18 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, კერძოდ:

„გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.