ბათუმში მომხდარი ისტორია არაერთ კითხვას აჩენს – კერესელიძის საქმე

მამა 15 წლის მოზარდზე ძალადობის ფაქტს უარყოფს.

როგორც მოზარდის მამა, ელდარ კერესელიძე აცხადებს, შვილებთან შეკამათება კომპიუტერთან დიდი დროის გატარების გამო მოუვიდა.

“გასეირნება შევთავაზე და უარი მითხრეს, შუქი გავუთიშე, დღეში 7-8 საათს ატარებენ კომპიუტერთან. კონფლიქტი შუქის გათიშვას მოყვა, ჯერ ბიჭი გამოიწია ჩემსკენ, მერე გოგო ფრჩხილებით, ამ დროს პატარაზე მოვსდე და ამის გამო გაიქცა პოლიციაში.”, – აცხადებს ელდარ კერესელიძე.

გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის მერე, მისმა მეუღლემ მასთან გაყრა გადაწყვიტა და არ აძლევს მის მიერ ნაყიდი მანქანითა და ბინით სარგებლობის უფლებას.

კერესელიძე მიიჩნევს, რომ მის მეუღლეს გამომძიებელი ვინმე ბაჩო (ბორისი) აქეზებს, რომელსაც მის მეუღლესთან პირადი ურთიერთობები აკავშირებს, ამიტომ დაცვის მხარე საქმისგან მის აცილებას მოითხოვს.

ისტორია რომელიც ბათუმში მოხდა, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

წყარო: veqtori.ge

მოამადა ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ

https://www.youtube.com/watch?time_continue=520&v=h3MshQ-xbDo