მიხეილ ყაველაშვილი: ნიკა მელიას უნდა, რომ კოლეგები ფარად აიფაროს და თავი დაჩაგრულად წარმოადგინოს

ეს ადამიანი საჯაროდ ვაჟკაცობს და გაბედულია, თუმცა თუნდაც 20 ივნისის ფაქტს, რომ დავაკვირდეთ, როცა მან ახალგაზრდებს მოუწოდა და თვითონ სადღაც დაიმალა, სწორედ ასევე იქცევა ამ მდგომარეობაშიც, ფარად დაიყენა განსხვავებული და გაურკვეველი პოლიტიკური კოლეგები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია გვარს ამართლებს და სოროშია შემძვრალი.

„ეს ადამიანი საჯაროდ ვაჟკაცობს და გაბედულია, თუმცა თუნდაც 20 ივნისის ფაქტს, რომ დავაკვირდეთ, როცა მან ახალგაზრდებს მოუწოდა და თვითონ სადღაც დაიმალა, სწორედ ასევე იქცევა ამ მდგომარეობაშიც, ფარად დაიყენა განსხვავებული და გაურკვეველი პოლიტიკური კოლეგები. იქ წარმოდგენილი ქალები უნდა, რომ ყველა აიფაროს და თავი დაჩაგრულად წარმოადგინოს და ამ ხალხს მოუწოდებს, რომ არ გაატანოს, არ დაიჭერს და ასე ვთქვათ ეპაექრება ვის? ეს არ არის „ქართულ ოცნებასთან“ პაექრობა, ეს არის საკუთარ ქვეყანასთან, სამშობლოსთან და სახელმწიფოსთან პაექრობა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ ლომი ვერ გამოდგა, თავის გვარს ამართლებს და სოროშია შემძვრალი და წინ აფარებული ყავს გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის ადამიანები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.