ნიკოლოზ სამხარაძე – სალომე სამადაშვილი გამოირჩევა თავის ბოდვებით

სალომე სამადაშვილი გამოირჩევა თავის ბოდვებით და ეს არის მისი კიდევ ერთი ბოდვა, ის გამოირჩევა კომიტეტზე მასხარაობით და ეს არის მორიგი მასხარაობა, – ამის შესახებ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც “ლელოს” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს. გავყვეთ უკან ვინ დაიწყო ამაზე საუბარი, ნეიტრალიტეტზე საუბარი 17 მარტს დაიწყო ოპოზიციის ლიდერმა, აწ უკვე მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა და ეს არის ამ ქვეყნის მტრობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. არანაირად ეს საკითხი დღეს არ დგას, კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოსთვის კონსტიტუციური ამოცანა არის ნატო- ში გაწევრიანება, ეს არის ჩანაწერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ 2017 წელს და ამ კურსს მივყვებით”,-განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისათვის, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ნეიტრალიტეტის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული გზავნილი რუსეთისგან და რუსეთმა დახურული ხაზებით ხელისუფლებაზე ზეწოლა უკვე დაიწყო.