სულისშემძვრელი კადრები რომლებიც ისტორიას დარჩება -კორონავირუსით გარდაცვლილები

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონიდან სამხედროებს კრემაციისთვის ცხედრები სხვადასხვა რეგიონში გადააქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოში საკრემაციოდ ადგილები აღარ დარჩა.

ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამხედრო მანქანების კოლონის ამსახველი ფოტოები, რომლებსაც გარდაცვლილთა სხეულები სხვა ქალაქსი გადააქვთ.

გასულ კვირას ბერგამოში გარდაცვლილთა რიცხვმა 300-ს მიაღწია.

ამ დროისთვის იტალიაში დაინფიცირებულთა რიცხვი 35 ათასს აჭარბებ. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2987-ს მიაღწია.