რუსეთი საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების კვალდაკვალ ასაჩუქრებს | გახარია

ექსპრემიერი და პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის ასაჩუქრებს.

მისივე თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატია.

„რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი” – წერს გახარია Twitter-ზე