ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთთან – მიკროავტობუსი კლდეს შეეჯახა

რიკოთთან მიკროავტობუსი კლდეს შეეჯახა, შემდეგ კი გადაბრუნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მოზაიკა” ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.

„რიკოთის გვირაბთან, ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზაზე მოცურდა და კლდეს შეასკდა. მერე ცალ გვერდზე გადაბრუნდა”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.