ახალგაზრდა გოგოს ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს | ამ წუთებში მას ქირურგიული ჩარევა უტარდება

მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში, 22 წლის გოგოს ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს. ამის შესახებ პაციენტის მეუღლე „ინფო რუსთავს” უყვება.

გოგონამ მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევები ჩაიტარა. მას ტკივილები 3 თვის განმავლობაში აწუხებდა.

ამ წუთებში პაციენტს, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის რუსთავის ფილიალში ოპერაცია უტარდება, რადგან მოხდეს ჩატოვებული მაკრატელის ამოღება.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა გოგოს სიმსივნე აქვს.

მარდალეიშვილის კლინიკაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.