თელავში ავტომობილი ხევში გადავარდა | არის მსხვერპლი

­თელავში, სოფელ კურდღელაურში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

ექიმების თქმით, დაშავებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს