რუსთაველის გამზირზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, ჟურნალისტებს უპირისპირდებიან

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, ჟურნალისტებს უპირისპირდებიან. სამართალდამცველებმა  ჟურნალისტები ტერიტორიას გაარიდეს.

აქციის მონაწილეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. ისინი მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან. ისინი აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას.