რუსთავი 2 რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია-კონცერტს გამართავს

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შედეგად შეჯერდნენ, რომ 12 მარტს რუსთაველის გამზირზე გაიამრთოს საპროტესტო აქცია-კონცერტი.

“12 მარტს 2 საათზე საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე ყოფილი პარლამენტის შენობასთან, სადაც გაიმართება საპროტესტო აქცია-კონცერტი “რუსთავი2″-ის სახეების მონაწილეობით. პოლიტიკურ ფიგურებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ ამომრჩეველს და მოითხოვონ ის პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალი მედიის მდგრადობას, სასამართლო ხელსიუფლების დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და არ გადახვევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზებიდან”-განაცხადა გვარამიამ და  მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ  12 მარტს 2 საათზე მივიდნენ რუსთაველზე პარლამენტის ყოფილ შენობასთან , სადაც მათ საშუალება ექნებათ მიმართონ ამომრჩეველს.