სტრასბურგის სასამართლომ როგორ მოახერხა ერთ დღეში გარკვეულიყო ვითარებაში და აღსრულება შეეჩერებინა?

ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ განცხადებას თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე გამოეხმიანა:

-სტრასბურგის სასამართლომ როგორ მოახერხა ერთ დღეში გარკვეულიყო ვითარებაში და აღსრულება შეეჩერებინა?

ან რა სამართლებრივი მექანიზმით აჩერებს აღსრულებას?
ასეთი სისულელე თუ მართლა მოხდა და საქმე “მოდელირებულ სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან” არ გვაქვს, ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში.
და საერთოდ, დროა გამოვიდეთ მონური მორჩილებიდან და შავზე არ ვიძახოთ თეთრიაო, თუ ამას გვეტყვის სტრასბურგი, კელი ან პუტინი.