ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან პრაქტიკულად უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდა.

“ძალიან სასიხარული ცნობა მოვიდა სტრასბურგის სასამართლოდან, სრულიად უპრეცედენტო, რომელიც სრულიად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესებს. სტარსბურგმა, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში შეაჩერა.

მინდა მთელ საქართველოს მივულოცო, ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა ამ წუთებში სტრასბუტგში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოდან, სრულიად უპრეცედენტო, რომელიც კითხვის ნიშნის ქეშ აყენებს ამ პროცესებს.

სტრასბურგის სასამართლომ, პირველად, საკუთარი არსებობის ისტრიაში შეაჩერა უზენაესი სასამართლოს საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

მსგავსი რამ სტრასბურგის სასამართლოს არასდროს გამოუყენებია, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიენების წამებას, ან საფრთხეს უქმნის ადამიენების სიცოცხლეს, ან ეხება ადამიანების ექსტრადაციას”-განაცხადა გვარამიამ.