,,ჩემი სამყარო მოკვდა – ის მოკლა რუსულმა რაკეტამ” – რუსების მიერ მოკლული, 3 თვის კირას მამა

ოდესაში, 23 აპრილს ოკუპანტების მიერ განხორციელებულ დაბომბვას ერთი ოჯახის სამი თაობა ემსხვერპლა – 3 თვის კირა, ბავშვის დედა ვალერია და ბებია.

,,ჩემი სამყარო მოკვდა. ის მოკლა რუსულმა რაკეტამ” – ამის შესახებ ბავშვის მამამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ოდესაში დაბომბვას 8 ადამიანი შეეწირა.