„მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი აქ და ახლა ვარ მე” – ნინოწმინდის პანსიონი მეუფე იაკობმა გადაიბარა

„რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჩაიბარებს.  საპატრიარქოს წარმომადგენლები უკვე ნინოწმინდაში იმყოფებიან.

“მოხდა ის, რომ მეუფე თავის ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და საპატრიარქოს გადაწყვეტილება რაც არის, პატრიარქის გადაწყვეტილება, მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი აქ და ახლა ვარ მე დირექტორი.

ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით გაგვეკეთებინა ის ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით რომ გარკვეული მოვლენების გამო არ დასცალდა მეუფეს ამის გაკეთება,“ – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი „რუსთავი 2”- თან.

პანსიონს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ხელმძღვანელობდა.