“დახურვა რეკეტით ვერ სცადეს და დავალიანების გადაუხდელობას დააბრალეს”

უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ეხმიანება და აცხადებს:

-თურქეთის სპეც სამსახურების დავალებით დაკავებული იქნა დემირელის სკოლის დირექტორი დახურული იქნა დემირელის სკოლა და ვინაიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დახურვა რეკეტით ვერ სცადეს და დავალიანების გადაუხდელობას დააბრალეს .

შეგახსენებთ რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დავალიანება არსებობდა 2016 შიც (არ დაიხურა ) 2017 შიც არ დაიხურა და წელს როდესაც საერთო დავალიანება თითქმის გაანახევრა უნივერსიტეტმა მაშინ ხურავთ? წლევანდელი საგადასახადო დავალიანება ორჯერ მცირეა ვიდრე წინა წლებში ეს როგორ გავიგოთ??

ეს უნივერსიტეტის დახურვა კი არაა მხოლოდ, არამედ ქართული სახელმწიფოებრივობის დახურვაცაა რადგან ჩვენს ქვეყანაში ჩვენივე სტრუქტურა განათლების სამინისტრო ასრულებს უცხო ქვეყნის სპეც დანიშნულების დავალებებს.”

ცნობისთვის: 2018 წლის 20 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით შეუზღუდა სტუდენტების მიღება. მიზეზად დასახელდა უნივერსიტეტის ფინანსური არამდგრადობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და უნივერსიტეტი მდგრადობას ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტაციით.

იხ.

https://www.gmtv.ge/45490-2/

უკვე ცნობილია, რომ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობაგამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს”

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/45495-2/