უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს – დუმის სპიკერი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი საკუთარ Telegram-ის არხში წერს, რომ უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული.

მისივე აზრით, ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს.

,,გუშინ FSB-მ აღკვეთა ჟურნალისტების ვლადიმერ სოლოვიოვის, მარგარიტა სიმონიანის, დიმიტრი კისელიოვის, ევგენი პოპოვის, ოლგა სკაბეევას, ტიგრან კეოსაიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა.

საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კიევი გადავიდა ტერორისტულ თავდასხმებზე სხვა ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ ამას მივყავართ ნეონაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერამდე. უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა. ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ინციდენტი ადასტურებს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების სისწორესა და დროულობას”,- წერს რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი.